„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ უკანახაზელი კლეი ტომპსონი დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების პირველი კვირის საუკეთესო კალათბურთებად დასახელდნენ, რის შესახებაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს.
ბოშმა გასული კვირა საშუალოდ 25,7 ქულით, 11,3 მოხსნით, 4 გადაცემითა და 1,3 ჩაჭრით დაასრულა. ტომპსონმა, რომელმაც „უორიორსთან“ ოთხწლიანი მაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა, საშუალოდ 29,7 ქულა, 2,7 მოხსნა, 3 გადაცემა და 1,7 ჩაჭრა მიითვალა.
გასული კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების კანდიდატთა შორის ასევე ჯეფ ტიგი („ატლანტა“), ჯო ჯონსონი („ბრუკლინი“), პაუ გასოლი („ჩიკაგო“), ლებრონ ჯეიმსი, კევინ ლავი (ორივე „კლივლენდიდან“), ბლეიკ გრიფინი („კლიპერსი“), მარკ გასოლი, ზაკ რენდოლფი (ორივე „მემფისიდან“), ენტონი დევისი („ნიუ-ორლეანი“), კარმელო ენტონი („ნიუ-იორკი“), დემარკუს კაზინსი, რუდი გეი (ორივე „საკრამენტოდან“), დემარ დეროზანი („ტორონტო“) და ჯონ უოლი („ვაშინგტონი“) იბრძოდნენ.