კრის ბოში: „მსურს, აგრესიული ვიყო“

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდი კრის ბოში იმედოვნებს, რომ „სან-ანტონიო სპურსთან“ ფინალურ სერიაში მისი თამაში ფლორიდელებს წარმატებას მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ბოშს კარიერაში შორეული სროლების საუკეთესო რეალიზაცია აქვს – პლეიოფში მან შორეული სროლების 41% ჩააგდო.

„ვფიქრობ, ჩემი ასეთი თამაში დუენ უეიდსა და ლებრონ ჯეიმსს მეტ თავისუფლებას მისცემს. წინ წასვლა არ მივყარს, თანაც არ ვიცით, თუ როგორ ითამაშებ „სპურსი“ დაცვაში. მსურს, აგრესიული ვიყო. მინდა იმ პოზიციებზე მათამაშონ, რომლებზეც მთელი სეზონის განმავლობაში ვთამაშობ. თუმცა, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, თუ როგორ წარიმართება პირველი მოახლოებული მატჩი“, – განუცხადა ბოშმა „Sun Sentinel“-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრის ბოში: „მაიამიდან წასვლას არ ვაპირებ“

ESPN Radio-სთან საუბრისას „მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა კრის ბოშმა განაცხადა, რომ ფლორიდელთა შემადგენლობაში თამაშს მომავალშიც აპირებს.

„არსად წასვლა არ მსურს. აქ ძალიან მომწონს. ეს მაიამია, აქ ცხოვრება ყველას უნდა.

მზად ვარ თუ არა ხელფასის შემცირებაზე „ჰიტში“ დარჩენის სანაცვლოდ? თუ სხვა გზა არ იქნება, ამის გაკეთება მომიწევს“, – განაცხადა ბოშმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში „ფილადელფია სიქსერსთან“ არ იქნებიან

მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს „მაიამი ჰიტი“ თავისი ლიდერების ლებრონ ჯეიმსისა და კრის ბოშის გარეშე ჩაატარებს, რის შესახებაც ფლორიდელთა ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.

კლუბის სამწვრთნელო შთაბმა ორივე მოთამაშეს პლეი-ოფის დაწყების წინ დასვენების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ჰიტის“ მეტოქე ან „შარლოტ ბობკეტსი“ ან „ვაშინგტონ უიზარდსი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრის ბოშის ბრწყინვალე სამქულიანი და დღის სხვა ლამაზი ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდებს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტის“ მოთამაშის კრის ბოშის სამქულიანი ჩეგდებაც არის.

სპოელსტა: „კრის ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა და მართალიც აღმოჩნდა“

„მაიამი ჰიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტამ აღიარა, რომ სამქულიანი, რომელმაც მის გუნდს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა (108:107), კრის ბოშს მისი დავალებით არ ჩაუგდია.

„ბოლო შეტევისთვის ჩემი გეგმა სულ სხვა იყო. მე დავხატე სქემა, რომელშიც კრისს ბურთი მოძრაობისას უნდა მიეღო. თუმცა, მან ამის გაკეთება სამქულიან ხასზე ისურვა. ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა, მაგრამ, როგორც ხედავთ, იგი სწორად მოიქცა“, – განუცხადა ფლორიდელთა დამრიგებელმა The Associated Press-ის ჟურნალისტს.

ალექსანდრე მატევოსოვი