რუმინელმა ფეხბურთელმა მეტოქეს ფეხი მოსტეხა და 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (+18)

რუმინეთის თასის გათამაშებაზე “კრაიოვასა” და კონსტანცის “ვიიტორულს” შორის გამართულ მატჩში (2:1) სტუმართა მცველმა ალინ შერონიმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი მოსტეხა.

შერონი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა ფეხი ნიკუსორ ბანკუს მოარტყა და ამ უკანასკნელსაც წვივის ძვალი გადაუტყდა. შერონის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით შესაბამისმა ორგანომ აღნიშნულ ეპიზოდზე იმსჯელა და ფეხბურთელს 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.