საქართველოს ნაკრები ტონგასთან დამარცხდა

8 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს სარაგბო ნაკრები ტესტ-მატჩში ტონგას დაუპირისპირდა. თავიდანვე დაანონსებული იყო, რომ “ბორჯღალოსნებს” რამდენიმე მორაგბე, მათ შორის მამუკა გორგოძე და დავით ზირაქიშვილი დააკლდებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართველები უმეტეს დროს მეტოქის იერიშების მოგერიებას უთმობდნენ, რაც მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც აღნიშნა.

შეხვედრაში ანგარიში საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა მე-12 წუთზე გახსნა, თუმცა მალე საჯარიმო დარტყმა ტონგელებმაც ზუსტად შეასრულეს – 3:3. პირველი ნახევრის ბოლოს, მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ისევ ზუსტად შეასრულა და ტაიმიც ქართველების გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის ტონგელების სრული უპირატესობით წარიმართა. სტუმართა გუნდის მორაგბეებმა “ბორჯღალოსანთა” ჩათვლის მოედანში 66-ე, 71-ე და 78-ე წუთებზე ზედიზედ სამი ლელო დადეს და შეხვედრაც სტუმართა გამარჯვებით 9:23 დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილი_80850

საქართველო-ტონგა_97609732

საქართველო-ტონგა_97608103

საქართველო-ტონგა_9765345

საქართველო-ტონგა_975435

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები