კრის ბოშის ბრწყინვალე სამქულიანი და დღის სხვა ლამაზი ეპიზოდები

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო ეპიზოდებს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, „მაიამი ჰიტის“ მოთამაშის კრის ბოშის სამქულიანი ჩეგდებაც არის.

სპოელსტა: „კრის ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა და მართალიც აღმოჩნდა“

„მაიამი ჰიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტამ აღიარა, რომ სამქულიანი, რომელმაც მის გუნდს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა (108:107), კრის ბოშს მისი დავალებით არ ჩაუგდია.

„ბოლო შეტევისთვის ჩემი გეგმა სულ სხვა იყო. მე დავხატე სქემა, რომელშიც კრისს ბურთი მოძრაობისას უნდა მიეღო. თუმცა, მან ამის გაკეთება სამქულიან ხასზე ისურვა. ბოშმა ჩემი დავალება არ შეასრულა, მაგრამ, როგორც ხედავთ, იგი სწორად მოიქცა“, – განუცხადა ფლორიდელთა დამრიგებელმა The Associated Press-ის ჟურნალისტს.

ალექსანდრე მატევოსოვი