დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსის” კაპიტანი კლინტ დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“პორტლენდ ტიმბერსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას გამოცდილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ჯიბიდან წიგნაკი ამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ აიღო და დახია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “სიეტლიმ” ეს მატჩი შვიდი კაცის შემადგენლობით დაამთავრა: მოედნიდან გუნდის სამი მოთამაშე გააძევეს, ტრავმირებულმა ობაფემი მარტინსმა კი შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ შეძლო.

მატჩი “პორტლენდმა” დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 მოიგო.

 

„პორტლენდის“ გულშემატკივარმა ბურთის ცენტრიდან ჩაგდების შემდეგ მანქანა მოიგო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩის შესვენებისას „პორტლენდის“ გულშემატკივარმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო, საჩუქრად კი მანქანის გასაღები მიიღო.

„პორტლენდისა“ და „ჩიკაგოს“ მოთამაშეებს შორის მატჩის დროს მომხდარი შეტაკება (ვიდეო)

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ კალათბურთელებმა მატჩის დროს მაიკ დანლივის დემიან ლილარდის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის შემდეგ ერთმანეთთან წაიკამათეს.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

„პორტლენდმა“ გარდაცვლილ გულშემატკივარს პატივი მიაგო

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ კალათბურთელები „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩისწინა ვარჯიშზე სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც მათი გარდაცვლილი გულშემატკივრის სენდის სახელი ეწერა.

ცნობისთვის, ხუთშაბათს 67 წლის სენდი ზაიკეფუსმა, რომელიც „პორტლენდის“ მატჩების აბონიმენტის მფლობელი 2011 წლიდან იყო, „დალას მავერიკსთან“ მატჩის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

Sandy1