„დალასის“ მფლობელი: „მაიამი ჰიტი“ ისევ მეზიზღება“

„დალას მავერიკსის“ მფლობელმა მარკ კიუბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მაიამი ჰიტი“ გულზე არ ეხატება.

„მაიამი ჰიტი“ მანამდეც არ მიყვარდა, სანამ მის რიგებში ლებრონ ჯეიმსი გადავიდა. მას ჩემი ამ გუნდისადმი დამოკიდებულებაზე გავლენა არასდროს მოუხდენია“, – განუცხადა კუბანმა ჟურნალისტ დუენ პრაისს.