2014-15 წლების სეზონში სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ეკიპირების ბრენდის JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM გახდა.
დღეს, სპორტის სასახლეში მხარეებმა პრესკონფერენცია გამარტეს, რომელზეეც თანამშრომლობის დამადასტურებელი მემორანდუმიც გააფორმეს.
ალეკო პეტრიაშვილი (სპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორი): “მოხარულები ვართ, რომ JOMA-ს სასხით სუპერლიგამ კიდევ ერთი პარტნიორი შეიძინა. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით სუპერლიგის სამსაჯო კორპუსი სწორედ აღნიშნული კომპანიის ეკიპირებით შეიმოსება.”
ზაალ ჩიტალზე (სპოარტული სააგენტო SBM): „ჩვენთვის დიდ პატივია ვიყოთ სუპერლიგის პარტნიორები. ჩვენი კომპანიის პრეიორიტეტი ქართული სპორტის მხარდჭერაა. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სეზონით არ შემოიფარგლება და უფრო გრძელვადიან სახეს გადაიზრდება.