სერბეთის ფეხბურთის ასოციაციასა და ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ დიკ ადვოკაატს შორის გაფორმებული კონტრაქტი ვადამდე ადრე გაწყდა.
სერბეთის ნაკრები გუშინ, დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში ანგარიშით 1:3 დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციაში ადვოკაატის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სერბეთის ნაკრები გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ხუთი მატჩი ჩაატარა (არ ითვლება ალბანეთის ნაკრებთან ჩაშლილი შეხვედრა), აქედან არცერთი არ დაუსრულებია გამარჯვებით.