2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ეროვნულმა გუნდმა გასვლაზე სან მარინოს ნაკრები ანგარიშით 6:0 გაანადგურა და ევრო-2016-ზე თამაშის საგზური უკვე მოიპოვა.
ბრიტანელებმა 7-დან 7-ივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს და 21 ქულით Е ქვეჯგუფს ლიდერობენ. ინგლისის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ევრო-2016-ზე თამაში გაინაღდა.
დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა თეო უოლკოტმა, პენალტი გამოიყენა უეინ რუნიმ, თითო-თითო გოლი როს ბარკლიმ და ჰარი კეინმა მიითვალეს, კრისტიან ბროლიმ კი ავტოგოლი გაიტანა.
სან მარინო — ინგლისი 0:6
გოლები: რუნი 13′ (პენ), ბროლი 30′ (ა.გ.), ბარკლი 46′, უოლკოტი 68′, 78′, კეინი 77′.
გაფრთხილება: ბერარდი 12′.