მილანს ბოკეტის შეძენა სურს

“მილანი” მოსკოვის “სპარტაკის” მცველის, სალვატორე ბოკეტის შეძენითაა დაინტერესებული. იტალიური პრესის ცნობით 27 წლის ფეხბურთელს რუსეთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნებას სურს. მილანელები “სპარტაკს” მცველის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მოსკოვურ კლუბში ბოკეტი 2013 წლის იანვარში ყაზანის “რუბინიდან” გადავიდა და ამჟამად სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ ითვლება. რუსული პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იტალიელმა მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.