ორიჯიმ თავისი ფინტით ბეინსი ადგილზე გააშეშა (ვიდეო)

23 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ლილსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში (0:0), ორიჯიმ ბეინსი მშვენიერი ფინტით ჩამოიშორა.

“ევერტონი” ბეინსს შეინარჩუნებს

ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კლუბის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეიტონს ბეინსს არ შეელევა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველის შეძენა “მანჩსტერ იუნაიტედს” სურდა.

“ფეხბურთში რთულია გრძელვადიანი გეგმების დალაგება. ერთი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, ყველა შემდეგი ტრანსფერების მოლოდინშია. მაგრამ, ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძია. ლეიტონი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება” – განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონის” უკანასკნელი 6 მატჩი ბეინსმა ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.