“მილანის” ყოფილმა მეკარე მარკო ამელიამ მოახლოებული მილანური დერბის შესახებ ისაუბრა და საკუთარი ვარაუდიც გამოთქვა.
“მთავარი მწვრთნელის შეცვლა “ინტერს” გამოაცოცხლებს. რობერტო მანჩინი უმაღლესი დონის მწვრთნელია. თუმცა, “მილანსაც” კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. როგორც “როსონერის” ყოფილი ფეხბურთელი, ვიმედოვნებ, რომ “მილანი” გაიმარჯვებს. სავარაუდო ანგარიშსაც გეტყვით — 1:0.
რაც შეეხება დიეგო ლოპესს, მე ყოველთვის მომწონდა ეს მეკარე. მას დიდი გამოცდილება აქვს, ძლიერია და თანამედროვე სათამაშო სტილს ფლობს”, – ციტირებს ამელიას სიტყვებს “სქაი”.
აქვე შეგახსენებთ, რომ “მილანსა” და “ინტერს” შორის მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.