ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი ინგლისის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბელგიამ ინგლისი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება.

“ბელგიელი წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ეს გამარჯვება ძალიან კარგი ასპარეზობის შედეგია. შენ ვერ დაგეგმავ იდეალურ სცენარს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია. ხედავთ, რომ ფავორტიები გამოეთიშნენ გათამაშებას. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ. ახლა გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე მატჩამდე. ვუპირისპირდებით იაპონიას, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ამისთვის,” – ამბობს მარტინესი.

მარტინესი დიეგო კოშტას ეპიზოდზე: ” ბერიმ მითხრა ისეთი არაფერი მომხდარაო”

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი იმ ეპიზოდს გამოეხმაურა, რის შემდეგაც მატჩის არბიტრმა დიეგო კოშტას მოედანი დაატოვებინა.

გამეორებამ აჩვენა, რომ არის ალბათობა იმისა, დიეგო კოშტას გარეთ ბერისთვის ეკბინა. რასაც დიდი ალბათობით მკაცრი სანქციები მოჰყვება. თუმცა ბერის თქმით მსგავსი არაფერი ყოფილა.

“გარეთ ბერიმ მითხრა, რომ არაფერი მომხდარა. მითხრა: “სანერვიულო აქ არაფერია. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ყვითელი ბარათი მეორედ მივიღე.” – განაცხადა “კამფეტების” თავკაცმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოშტას გაგდებიდან რამოდენიმე წუთში მოედანი ბერისაც დაატოვებინეს, რომელმაც ფაბრეგასთან იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

მარტინესის ტრანსფერისგან მიღებული თანხით “ატლეტიკო” კოშტას შეიძენს

ესპანურ, პოპულარულ გამოცემა Marca-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში დიეგო კოშტას დაბრუნებას შეეცდება.

როგორც იცით, მადრიდულ კლუბს უკვე გააჩნია საკმარისი თანხა კოშტას ტრანსფერისთვის, რაც ჯექსონის ჩინურ კლუბში გაშვებით მოიპოვეს (საუბარია 42 მილიონ ევროზე). ამით კლუბმა 7 მილიონი მოიგო, რამეთუ მარტინესის სანაცვლოდ ესპანელებმა 35 მილიონი გადაუხადეს “პორტოს”.

ასე რომ, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობას საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს აასრულოს დიეგო სიმეონეს თხოვნა – დაიბრუნოს ბრაზილიელი ფორვარდი.

ხავი მარტინესი მარიო მანუკიჩს: “მძულხარ, მარიო”

როგორც იცით, მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდნენ. 10 მაისს, ჩემპიონატის ბოლო ტურში გამართული მატჩის შემდეგ, ბავარიელთა ფეხბურთელებმა ჩემპიონობა სახალისოდ აღნიშნეს.

მარიო მანჯუკიჩმა ხავი მარტინესს ლუდი თავზე გადაასხა, ხოლო ესპანელმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: “მძულხარ, მარიო”.

მარტინესი: “მიზანი ექვსი ქული მოპოვებაა”

“ევერტონის” მწვრთნელი რობერტო მარტინესი თვლის, რომ მის გუნდს პრემირგლიაში დარჩენილი ორივე შევედრის მოგება შეუძლია.

“ორივე მატჩი თუ მოვიგეთ 75 ქულა გვექნება, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. გასულ სეზონში ქულათა ასეთი მარაგით სამეულში მოვხვდებოდით” – განაცხადა მარტინესმა.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ მატჩს “ევერტონი” “მანჩესტერ სიტისთან” გამართავს და თუნდაც ფრის შემთხვევაში თანაქალაქელ “ლივერპულს” საკმაოდ კარგ საქმეს გაუკეთებს.

არსენალი ჯექსონ მარტინესში 40 მილიონს იხდის

თეო უოლკოტის ტრავმამ სატრანსფერო ბაზარზე არსენ ვენგერის გააქტიურება გამოიწვია. პორტუგალიური პრესის ცნობით მეთოფეთა მთავარი სამიზნე ალვარო მორატა იყო, მაგრამ მადრიდელებმა მის გასხვისებაზე უარი განაცხადეს. ამგვარად ლონდენელთა ყურადღება პორტოს 27 წლის ფორვარდზე გადაერთო, რომლის სანაცვლოდაც მზად არიან საკმაოდ სოლიდური თანხა 40 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღონ.
მიმდინარე გათამაშებაში “დრაკონების” შემადგენლობაში მარტინესმა 14 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა მოახერხა.

 

“ევერტონი” ბეინსს შეინარჩუნებს

ევერტონის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ კლუბის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეიტონს ბეინსს არ შეელევა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის მცველის შეძენა “მანჩსტერ იუნაიტედს” სურდა.

“ფეხბურთში რთულია გრძელვადიანი გეგმების დალაგება. ერთი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, ყველა შემდეგი ტრანსფერების მოლოდინშია. მაგრამ, ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძია. ლეიტონი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება” – განაცხადა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონის” უკანასკნელი 6 მატჩი ბეინსმა ტრავმის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.