ლონდონის “არსენალის” კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ კომპიუტერულ ვიდეოთამაშ FIFA 15-ში საკუთარი თავი ტრანსფერზე დააყენა, რათა გუნდისთვის საყრდენი ნახევარმცველი შეეძინა. პოლონელი მეკარის აზრით, სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი აკლია დღევანდელ “არსენალს”. ვირტუალური შჩესნი 18,5 მილიონ ფუნტ სტერლინგად “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. პოლონელმა კიპერმა საკუთარ გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც გადმოიყვანა.
“მინდოდა, რომ კარგი საყრდენი ნახევარმცველი შემეძინა. ასევე, ნამდვილად ღირდა, რომ ჩემი თავი იბრაჰიმოვიჩით ჩამენაცვლებინა”, – ამბობს შჩენსი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.