მანჩესტერში, “ოლდ ტრაფოდზე” არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ჩატარებული შეხვედრა ნომინალური სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვლაზე შემოსულმა რაფაელ გუერერომ გაიტანა. გამარჯვების მომტანი დარტყმა 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ნაკრებში მეორე შეხვედრას ატარებდა, რიკარდო კვარეჟმას გადაცემის შემდეგ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გუნდების ლიდერებმა, ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშეს, რის შემდეგაც მწვრთნელებმა მათი დასვენება გადაწყვიტეს.
არგენტინა 0-1 პორტუგალია
გოლი: გუერერო 90+1′