„ალ ჯაზირამ“ მირკო ვუჩინიჩის დუბლის დახმარებით თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „ლოკომოტივმა“ მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად „რკინიგზელთა“ მეტოქე საუდის არაბეთის „ალ ჯაზირა“ იყო, რომლის შემადგენლობაში ორი გამორჩეული მოთამაშე – ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი და თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი გამოდის.

შეხვედრა „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

27-ე წუთზე ანგარიში ალი აბდულ მაბჰუთმა გახსნა. სამ წუთში თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე ნახსენებმა ვუჩინიჩმა გაზარდა, რომელმაც თორმეტ წუთში დუბლის შეასრულა. პირველი ტაიმი „ალ ჯაზირას“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ანგარიში ძირითადი დროის მხოლოდ 89-ე წუთზე შეიცვალა – „ლოკომოტივის“ მხრიდან პრესტიჟის გოლი შერმანდინ ართმელაძის პასის შემდეგ გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

„ლოკომოტივი“ – „ალ ჯაზირა“ 1:3

გოლები: კიკნაძე 89′ – მაბჰუთი 27′, ვუჩინიჩი 30′, 42′

„ლოკომოტივის“ შემადგენლობა: კუპატაძე, გაბაძე, გაგნიძე (62 გეთიაშვილი), მაკასარაშვილი (73 ხიდეშელი), დუმბაძე (73 ჩიტეიშვილი), ქიქავა (73 დიასამიძე), ღვინაშვილი, არველაძე (46 ჩიხლაძე), არდაზიშვილი (46 ართმელაძე), თექთურმანიძე (73 ბენაშვილი), ქანთარია (73 კიკნაძე)

დღეს „რკინიგზელები“ კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებენ, რომელშიც მათი მეტოქე თურქული „ესკისეჰირისპორი“ იქნება.

„ლოკომოტივმა“ „მაკაბი“ დაამარცხა

სხვა ქართული კლუბის მსგავსად ახალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული თბილისის „ლოკომოტივიც“ ემზადება.

„რკინიგზელები“ შეკრებას ავსტრიაში გადიან, სადაც შაბათს პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს – „ლოკომოტივის“ მეტოქე ისრაელის რანგით მეორე ლიგის ბინადარი „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვა“ იყო.

შეხვედრა „ლოკოს“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. თბილისელთა მხრიდან თავი ბენაშვილმა და თექთურმანიძემ გამოიჩინეს.

თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი გაიხსნა (ვიდეო)

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის მიხეილ მესხის ძეგლი გაიხსნა. თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ძეგლის გახსნას ცნობილი ადამიანები დაესწრნენ, მათ შორის ფეხბურთელის შვილიშვილი, მსახიობი მიხეილ მესხიც იყო.

Meskhi

წარმოგიდგენთ ძეგლის გახსნის ამსახველ ვიდეოს, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდმა გაავრცელა: