ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი რონალდ დე ბური თვლის, რომ გუს ჰიდინკმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი უნდა დატოვოს.
„გუს ჰიდინკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს. მწვრთნელს, წესით, რაღაც იდეა უნდა ჰქონდეს და მან უნდა იცოდეს, თუ რა მიმართლებით იმუშაოს. თუმცა, ჰიდინკი სიტუაციას სულ სხვანაირად უდგება.
მექსიკასთან მატჩში მან ერთი დაცვის ხაზი ათამაში, ლატვიასთან კი, ამ პოზიციაზე სულ სხვა ფეხბურთელები გამოიყენა. ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
არასწორია, როდესაც გუნდის განვითარებას იწყებ, ხოლო შემდგომ, სხვა მიმართულებისკენ მიდიხარ. ამიტომ, დანი ბლინდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ლოგიკურად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, იგი დაკისრებულ მოვალეობებს გაუმკლავდება“, – განაცხადა დე ბურმა.