“ლაციოს” ნახევარმცველი, ლუკას ბილია შესაძლოა, მადრიდის “რეალს” შეუერთდეს.
AS-ის ინფორმაციით, რაფაელ ბენიტესი მოხიბლულია არგენტინელი ფეხბურთელის თამაშით.
ესპანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბილია იქნება გუნდში იმ შემთხვევაში საჭირო, თუ ლუკა მოდრიჩს ან ტონი კროოს ტრავმა ექნებათ.
მიუხედავად ამისა, “ლაციოს” არგენტინელთან გამოთხოვება არ სურს, რადგან ჩემპიონთა ლიგას გაძლიერებული შემადგენლობით სურს შეხვდნენ.
Il Messaggero-ს ინფორმაციით, “გალაქტიკოსი” 29 წლის შუახაზელში 25 მილიონ ევროს იხდის.