უილფრედ ბონიმ “მანჩესტერ სიტი” სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა

უილფრედ ბონიმ “მანჩესტერ სიტის” რიგები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა და თავის ყოფილ კლუბთან, “სუონსი სიტისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც უკვე გაცნობეთ, უელსური კლუბი ფერნანდო ლორენტემ დატოვა, რომელიც ამიერიდან ლონდონის “ტოტენჰემისთვის” გაიტანს, ესპანელ შემტევს კი სწორედ ბონი შეცვლის.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის ტრანსფერში, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს გადაბარგდა, “სუონსიმ” 12 მილიონი ევრო გადაიხადა.

“სუონსიში” კი ბონი ანრემის “ვიტესიდან” აღმოჩნდა 2013 წელს, სადაც ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჰოლანდიურ კლუბის მაისურით ჩატარებულ 70 მატჩში მას 34 გოლი ჰქონდა გატანილი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო


დებუში “მარსელში” მიდის

ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველი, დებუში კარიერას დიდი ალბათობით ფრანგულ “მარსელში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას L’Equipe ადასტურებს.

როგორც იცით, 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი “არსენალის” სათადარიგოთა სკამის მოთამაშეა – მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 3 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.


“ბარსელონა” კოუტინიოსა და დემბელეს უახლოვდება

მადრიდის “რეალთან” ესპანეთის სუპერთასზე განცდილი მარცხის (1-3; 2-0) შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერებზე გადაიტანეს.

“ბარსელონას” დირექტორი, პეპ სეგურა TV3-თან მატჩის შემდეგ ასეთ განცხადებას აკეთებს: “ძალაინ ახლოს ვართ დემბელესა და კოუტინიოსთან, ვიცით რომ მათი ყიდვა შეგვიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალ სეზონში “კამპ ნოუზე” ითამასებენ.”


“მანჩესტერ იუნაიტედს” დენი როუზი სურს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში “ტოტენჰემის” მცველის, დენი როუზის მიყვანა სურს.

შეგახსენებთ, რომ დენიმ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტიტულების მოსაგებად მზადაა, ლონდონი ახლავე დატოვოს.


ვან დეიკი ლონდონში შეამჩნიეს

Daily Telegraph 17 აგვისტოს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ლივერპულის” სამიზნე, ვირჯილ ვან დეიკი ლონდონში იმყოფება, რათა “ჩელისისთან” ტრანსფერის ბოლო დეტალებიც შეათანხმოს.

როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერი პირადად ანტონიო კონტეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომელიც მან აბრამოვიჩს პრემიერ ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ წაუყენა.


ბონი კვლავ “სუონსიში”?

უელსური “სუონსის” ხელმძღვანელები მზად არიან გილფი სიგურდსონის ტრანსფერიდან შემოსული 45 მილიონის ნაწილი გუნდში უილფრედ ბონის დასაბრუნებლად გაიღონ.

როგორც იცით, ბონიმ “სუონსი” “სიტიში” 2015 წელს გაცვალა და ამ ტრანსფერში “გედებმა” 28 მილიონი მიიღეს. ახლა კი ისინი ბონის დამატებას სულ რაღაც 13 მილიონად გეგმავენ.


ბონი იმედგაცრუებულია: “ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ”

უილფრედ ბონი უსაზღვრო იმედგაცრუებას გამოთქვამს “სტოკ სიტიში” არენდის წესით გადასვლის გამო და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როდესაც უკან, “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება.

“წარმოდგენაც არ მაქვს, რატომ არ ვთამაშობ. მეუბნებიან ყველაფერს კარგად აკეთებ, ძლიერი ხარო, მაგრამ არ მათამაშებენ. ამაზე ფიქრი მაგიჟებს, მაბრაზებს.

ამის შესახებ კითხვა მარკ ჰიუზსაც დავუსვი, მან კი მითხრა, რომ კარგად ვთამაშობ, ყველაფერს კარგად ვაკეთებ, მაგრამ არ იცის, რატომ არ მათაშებს.

ზოგჯერ მართლა მიკვირს, რატომ მოვედი აქ.

სეზონის ბოლომდე მოცდას ვაპირებ. “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, ასე რომ, უკან დავბრუნდები და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ,” – აცხადებს ბონი.

“სიტი” ბონის გადაბირებას აპირებს

“მანჩესტერ სიტი” “სუონსის” კოტ დივუარელი ფორვარდით, უილფრიდ ბონით დაინტერესდა. მიმდინარე სეზნში 26 წლის აფრიკელმა შემტევმა პრემიერლიგის 19 შეხვედრაში 8 გოლის გატანა შეძლო.

The Telegraph-ის ცნობით, “სიტი” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი მოთამაშეზე დასაკვირვებლად “ლივერპულის” წინაარმდეგ გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც “სუონსიმ” 4:1 წააგო. თუმცა, მანჩესტერელებს ბონის თამაში მოეწონათ და ოფიციალური სატრასნფერო წინადადებაც გააკეთეს. ინგლისური კლუბი მზად არის მოთამაშეში 30 მილიონი გირვანაქა გადაიხადოს.

 

პრემიერლიგის წლის ბომბარდირთა დავას სათავეში „სუონსის“ მოთამაშე ჩაუდგა

იანვრიდან 2013/14 წლების სეზონში „სუონსის“ თავდამსხმელმა უილფრედ ბონიმ 12 გოლი გაიტანა, რითაც „ლივერპულის“, „არსენალის“, „ტოტენჰემისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ხელმძღვანელები დააინტერესა.

„სუონსის“ შემტევი ხაზის ლიდერმა ახალ სეზონში ცოტა მოუკლო – ამჟამად თორმეტ შეხვედრაში მის ანაგრიშზე ხუთი გოლია. ამის მიუხედავად, 2014 წელს ბონიმ ჯამში ინგლისის პირველობაში 17 გოლი გაიტანა, რაც ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია.

ინგლისის ჩემპიონატის 2014 წლის ბომბარდირთა დავა:
1. უილფრიდ ბონი („სუონსი“) – 17
2. სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“) – 16
3. ედინ ჯეკო („მანჩესტერ სიტი“) – 14
4. იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“) – 13
5. დანიელ სტარიჯი („ლივერპული“) – 12
6. სტივენ ჯერარდი („ლივერპული“) – 12
7. ლუის სუარესი („ლივერპულის“ ყოფილი მოთამაშე) – 12
8. უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 12
9. რომელუ ლუკაკუ („ევერტონი“) – 11
10. დიეგო კოსტა („ჩელსი) – 11

რომას ბონის გადაბირება სურს

“რომა” სუონსის” ფორვარდით, უილფრედ ბონის გადაბირებითაა დაინტერესებული. იტალიური კლუბის მესვეურებს აფრიკელი შემტევის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ან მოომდევნო სეზონის დაწყებამდე სურთ.

აღნიშნული ტრანსფერი რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამაც მოიწონა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ “რომას” ღირსებას საკმაოდ წარმატებულად კიდევ ერთი კოტ დივუარელი, ჟერვინიო იცავს.