14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები

14-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება. შეხვედრებს თბილისმა და რეგიონებმა უმასპინძლეს.

გაგაცნობთ თამაშების ანგარიშებს და საუკეთესო მოთამაშეთა მონაგარს.

 

27 თებერვალი, ბათუმი

ბათუმი – ფოთი 84:72

ბათუმი: ლევან დევაძე – 20ქულა; ლუკა კუპრეიშვილი – 19ქულა, 7მოხსნა; ზურა გოლეთიანი – 18ქულა, 7მოხსნა, სერგი კეშელავა – 13ქულა, 14მოხსნა;

ფოთი: ბექა ბექაია – 34ქულა; ნიკა ფაცია – 27ქულა, 7მოხსნა.

28 თებერვალი, რუსთავი

რუსთავი – ჰიუნდაი 66:72

რუსთავი: ნიკა მეტრეველი – 23ქულა; გიგი ტაბაღუა – 21ქულა, 17მოხსნა.

ჰიუნდაი: დაჩი ქავთარაძე – 35ქულა; ლუკა ხობელია – 15ქულა, 16მოხსნა; ზუკა ნოზაძე – 13ქულა, 17მოხსნა.

 

28 თებერვალი, თბილისი

ორბი – ზესტაფონი 85:45

ორბი: ნიკა გურგენიძე – 18ქულა; გეგი ჭაბუკიანი – 14ქულა, 14მოხსნა; გაბრიელ გორგაძე – 10ქულა.

ზესტაფონი: დიმიტრი სუხიშვილი – 18ქულა, 26მოხსნა; გიორგი თურქაძე – 15ქულა.

 

თსსუ – ნაკრები  26:52

თსსუ: გიორგი მუზაშვილი – 13ქულა, 10მოხსნა;

ნაკრები: ელენე ილურიძე – 14ქულა; ნატალი ოთხმეზური – 13ქულა; თეონა მაჩალაძე – 12ქულა, 13მოხსნა.

 

1 მარტი

ჰიუნდაი – ზესტაფონი 73:38

ჰიუნდაი: დავით გოგაძე – 24ქულა, 8მოხსნა;

ზესტაფონი: ლევან ლაბაძე – 11ქულა; ანზორ ბოჭორიშვილი – 10ქულა.

 

აკადემია – იბერი  80:78

აკადემია: მიშა ზურაბიშვილი – 42ქულა, 15მოხსნა; ლაშა მიქელაძე – 11ქულა, 18მოხსნა; რატი ანდრონიკაშვილი – 11ქულა;

იბერი: ირაკლი სულხანიშვილი – 40ქულა, 8მოხსნა; თემო ჭიჭინაძე – 12ქულა, 17მოხსნა; ცოტნე ნოდია – 12ქულა; ვალერი ჩხიტუნიძე – 11ქულა, 10მოხსნა.

ნაკრები – მართვე 2  72:80

ნაკრები: ნატალი ოთხმეზური – 34ქულა; ელენე ილურიძე – 16ქულა; გვანცა ბოჭორიშვილი – 13ქულა, 12მოხსნა.

მართვე 2 : თორნიკე მარკოზია – 26ქულა; ილია რურუა – 19ქულა, 18მოხსნა; ნიკა ბოჭორიძე – 17ქულა, 9მოხსნა; საბა გოკაძე – 12ქულა, 15მოხსნა.

superleague.ge

ქართველმა 14-წლამდელებმა მოსკოვში თითო მოგებ-წაგება მიითვალეს

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დღეს კიდევ 2 მატჩი გამართა მოსკოვში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგის მეორე ეტაპზე. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ ორივე მატჩი მოიგო და წარმატებული სვლა დღესაც გააგრძელა.

17 იანვარს დაგეგმილი 2 მატჩიდან ქართველებმა პირველი შეხვედრა მოიგეს. ჩვენმა გუნდმა მოსკოვის „ორბიტას“ 48:39 სძლია. ქართველებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენილებმა გამარჯვების მოპოვება სეძლეს.

„ორბიტასთან“ საქართველოს ნაკრებს გიორგი ჭეიშვილმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 8 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა ლაშა მიქელაძემ, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა პირად ანგარიშზე 6 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

დღეს გამართულ მეორე მატჩი საქართველომ რუსულ „ტრინტასთან“ 43:60 წააგო. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მასპინძლებმა მესამე და მეოთხე პერიოდებში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ქართველთაგან 11 ქულით ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა.

საქართველო 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებს მოსკოვურ ეტაპზე 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. ბოლო მატჩს ქართველები 18 იანვარს, ლატვიურ „რიგასთან“ გამართავენ.

gbf.ge

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს გენერალური სპონსორი ჰყავს

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია “სახალხო აფთიაქი” გახდა, რომელიც საქართველოს კალათბურტის ეროვნულ ფედერაციასთან უკვე თანამშრომლობს – კომპანია საკალათბურთო სუპერლიგის პარტნიორი გასული წლიდანაა.

დღეიდან, კალათბურთის ფედერაციისა და “სახალხო აფთიაქსი” თანამშრომლობა სანაკრებო დონეზეც გადავიდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი ფედერაციის პრეზიდენტმა მიეილ გაბრიჩიძემ და “სახალხო აფთიაქსი” გენერალურმა დირეაქტორმა, არჩილ მორჩილაძემ მოაწერეს.

მიხეილ გაბრიჩიძე: “სახალხო აფთიაქთან ურთიერთობა შარშან გაზაფხულზე დავიწყეთ. ჩვენი თანამშრომლობა კარგად ვითარდება. აქედან გამომდინარე, კომპანიამ გამოთქვა სურვილი გამხდარიყო საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების გენერალური სპონსორი.

ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდული სპორტის განვითარებაა. იმედი მაქვს, ეს წამოწყება სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება და ისინიც გვერდში დაუდგებიან ქართულ კალარბურთს. ჩვენი კალათბურთელები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.”

არჩილ მორჩილაძე: “ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ 14-წლამდე ნაკრების გენერალური სპონსორი. კალათბურთის ფედერაციასთან ვთანამშრომლობთ. ვართ სუპერლიგის პარტიორები. ჩვენი პროდუქტი ახალგაზრდა მოთამაშეებს დაეხმარება, რომ მათ წარამტებით დაიცვან ჩვენი ქვეყნის სახელი.”

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიხეილ გაბრიჩიძემ არჩილ მორჩილაძემ საჩუქრად საქართველო ნაკრების მაისური გადასცა.

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში

თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირში, რომელსაც თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ატარებს, ჩემპიონობისთვის „იბერი“ და „აკადემია“ იბრძოლებენ.

ნახევარფინალური მატჩები დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა. მატჩები განსხვავებული იყო: პირველ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაიმართა „იბერსა“ და „ორბს“ შორის, მეორეში კი „აკადემიამ“ უპრობლემოდ, დიდი სხვაობით „მართვეს“ სძლია.

ბოლო წამებამდე უცნობი იყო, „ორბი“ მოიგებდა თუ „იბერი“. ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა „იბერს“ პირველი ტაიმი 33:25 მოუგო და ბოლო მეოთხედის დაწყებამდეც 3 ქულით წინ იყო. გადამწყვეტ წუთებში შესანიშნავად იასპარეზა მანამდეც მარჯვედ მოთამაშე ირაკლი სულხანიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 39 ქულა და 21 მოხსნა მიითვალა და ირაკლი ხომერიკის გაწვრთნილ „იბერს“ გამარჯვება გაუნაღდა. სულხანიშვილს 19 ქულითა და 17 მოხსნით შეეშველა ვალერი ჩხიტუნიძე, ხოლო „ორბში“ ყველაზე გამორჩეული ნიკა ნიკოლაიშვილი გახლდათ, რომელმაც პირად ანგარიშზე 36 ქულა ჩაიწერა.

მეორე ნახევარფინალში „აკადემიამ“ 49 ქულის სხვაობით დაამარცხა „მართვე“. ალეკო ჯაფარიძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ აკადემიელებს რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. რატიმ 23 ქულა 11 ჩაჭრა და 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 18 ქულა დააგროვა მიშო ზურაბაშვილმა, ფარქვეშეთის ბატონ-პატრონმა თემო ფეიქრიშვილმა კი 23 ბურთი მოხსნა.

ფინალური შეხვედრა, „აკადემია“ – „იბერი“, ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება. მე-3 ადგილისთვის მატჩიც სასახლეში, 11:30 საათზე ჩაზარდება. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში ერთმანეთს „ორბი“ და „მართვე“ შეხვდებიან.

gbf.ge

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩიც მოიგო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ამხანაგური მატჩები წარმატებით დაასრულა და 21 ნოემბერს ოფიციალურ ტურნირში ჩაებმება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ ქართველებს ესტონეთის ქალაქ ტარტუში 5 ოფიციალური მატჩი ელის, რომელსაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის ეგიდით გამართავენ.

ბოლო საკონტროლო მატჩი ქართველებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. ჩვენი მეტოქე იყო იმ კლუბის თანატოლთა გუნდი, რომლის ერთი წლით უმცროსებიც საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ 34 ქულით დაამარცხა.

ქართველებს არც თანატოლების დამარცხება გაუჭირდათ და „რიზენსის“ 2001-წლიანებს 10 ქულის სხვაობით – 74:64 სძლიეს. “რიზენსს” ევროპის ლიგაშ თამაშის გამოცდილება საკმარისად აქვს. რიგის ამ გუნდმა წინა, მოსკოვის ტური 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა.  საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე საკონტროლო მატჩის მოგების შემდეგ მალევე გეზი ესტონეთისკენ აიღო.

ქართველები ქალაქ ტარტუს ამავე სახელწოდების სასტუმროში დაბინავდნენ და 21 ნოემბერს 2 მატჩს გამართავენ. ქორქია-მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ესტონურ „აუდიენტესს“ შეხვდება, ხოლო 18:00 საათზე ფინურ „ჰელსინკის“ დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

21 ნოემბერი

აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო 2001“      12:00

„საქართველო 2001“ – ჰელსინკი, ფინეთი               18:00

22 ნოემბერი

ტარტუ, ესტონეთი – „საქართველო 2001“               13:30

„საქართველო 2001“ – „მუკი“, ფინეთი                   18:00

23 ნოემბერი

პერკუნასი, ლიტვა  – „საქართველო“                      10:30

gbf.ge

14-წლამდელებმა ლატვიაში “იაგლაც” გაანადგურეს

14-წლამდელთა მორიგი წარმატება ლატვიაში. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაბმამდე საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ამხანაგურ მატჩებს მართავს. გუშიც ლატვიის ჩემპიონი „რიზენსის“ დამრცხების შემდეგ ქართველებმა დღეს კიდევ ერთი რიგის გუნდი – „იაგლა“ გაანადგურეს.

თუკი გუშინ 1 წლით უმცროსებს ეთამაშნენ, ამჯერად ქართველებს თანატოლებთან მოუწიათ გაჯიბრება. მიუხედავად ამისა, ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 44 ქულის სხვაობით – 86:42 გაანადგურა.

ჩვენი ნაკრების მენეჯერის, გივი სანაძის თქმით, საქართველო ხვალ ყველაზე ძლიერ მეტოქეს შეხვდება: „მასპინძლებმა თქვეს, თქვენ ძალიან ძლიერი გუნდი გყოლიათ და ხვალ სათამაშოდ  არანაკლებ ძლიერ მეტოქეს შეგირჩევთო“.

ქართველები გუშინ ლატვიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოიერვერერკის გაშვებას დაესწრნენ, დღეს კი ისინი მასპინძლებმა ევროთასის მატჩზე დაპატიჟეს, რომელშიც ვეფ-ი „ხიმიკს“ შეხვდება.

gbf.ge