ვან გაალი ბერაინოს აკვირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” თაკაცი, ლუი ვან გაალი, “ვესტ ბრომვიჩელი” საიდო ბერაინოთი დაინტერესდა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში გატანილი 7 გოლია.

უცხოური პრესის ცნობით ფეხბურთელმა ვან გაალის ყურადღება სწორედ თავისის შედეგიანობით მიიპყრო და ჰოლანდიელმა სპეციალისტმაც სკაუტებს ბერაინოზე დაკვირვება დაავალა.

“ვესტ ბრომვიჩში” კი განაცხადეს, რომ ნიჭიერი ფორვარდის გაყიდვაზე ჯერჯერობით არ ფიქრობენ.