მოსკოვის “დინამოს” გერმანელი თავდამსხმელი კევინ კურანი გამოტყდა, რომ რუსულ კლუბში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას
ფინანსური საკითხი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამოდგა.
“სიმართლე რომ გითხრათ, ამ ტრანსფერში ფინანსურმა ფაქტორმა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა, თუმცა სპორტულმა პერსპექტივამაც მომხიბლა. “დინამო” დიდი გუნდია, შესანიშნავ ინფრასტრუქტურას ფლობს. კლუბს განვითარება სურს და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილად ვიქეცი. აქ გასაოცარი საწვრთნელი ცენტრია. ბუნდესლიგის ყველა მოწინავე კლუბი ასეთი ცენტრით ვერ დაიკვეხნის”, – ციტირებს კურანის სიტყვებს Goal.com-ი.