ანგარიშით 0:10 წაგების შემდეგ შვეიცარულმა კლუბმა 11 მოთამაშე გაუშვა

შვეიცარიის მეოთხე დივიზიონის კლუბის „გრეხენის“ სპორტულმა დირექტორმა რენატო ბრუნმა „ლუცერნის“ ახალგაზრდულ გუნდთან ანგარიშით 0:10 მარცხის შემდეგ რადიკალურ ცვლილებებს მიმართა.

ხსენებული მატჩის შემდგომ კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ერთდროულად თერთმეტ ფეხბურთელთან გაწყვიტა.

„მე კლუბის სპორტულ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. როდესაც საქმე ცუდადაა, სათანადო ზომების მიღება აუცილებელია. მე ის ვარ, ვინც ცოტას საუბრობს და ბევრს აკეთებს“, – განაცხადა ბრუნმა.

ამჟამად უცნობია, გაათავისუფლეს თუ არა გუნდის მთავარი მწვრთნელი.