რენმა არმანს გაუხანგრძლივა

34 წლის სილვიენ არმანი “რეანის” ღირსებას 2017 წლამდე დაიცავს. პსჟ-ს ყოფილი მცველი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, თუმცა კონტრაქტის ორი წლით გახანგრძივება გადაწყვიტა, რაზეც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იწუყება.

“რენში თავს კარგად ვგრძნობ. გუნდში კარგი ატმოსფეროა და მინდა, რომ კოლექტივს დავეხმარო” – განაცხადა ცენტრალურმა მცველმა, რომლის ანგარიშზეც მიმდინარე სეზონში 9 ჩატარებული მატჩია.