„არსენალს“ ახალი ყაზახი სპონსორი ჰყავს

ლონდონის „არსენალმა“ ყაზახეთის ერთ-ერთ ბანკთან, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე საკრედიტო ბარათებს გამოუშვებს, კონტრაქტი გააფორმა.

მხარეებმა ხელი სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს, რის შესახებაც „მეთოფეთა“ ოფიციალური საიტი წერს. აღსანიშნავია, რომ აქამდე პრემიერლიგის არც ერთ კლუბს ყახაზი სპონსორი არ ჰყავდა.

„Capital Bank“-ი ყახახ გულშემატკივრებს „არსენალის“ ატრიბუტიკასა და მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს შეღავათიან ფასებში შესთავაზებს. გარდა ამისა, „არსენალოის“ მწვრთნელები, კონტრაქტის მიხედვით, ყოველწლიურად ყაზახეთში ჩავლენ და ბანკის სახელით სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებენ.

„ჩვენთვის ასეთ კლუბთან თანამშრომლობა პრესტიჟულია. „არსენალს“ მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ყაზახეთშიც. ჩვენს ბანკს ამბიციური გეგმები აქვს. ამიერიდან კლიენტებს არამხოლოდ საბანკო სერვისს, არამედ ფეხბურთის ყურებასაც შევთავაზებთ“, – განაცხადა „Capital Bank“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.