„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრმა ჯავალ მაკგიმ „პელიკანსთან“ მატჩის დროს (117:97) ერთ-ერთ გულშემატკივარ გოგოს აკოცა.
კალათბურთელი ხაზთან ბურთის შენარჩნებას ცდილობდა, როდესაც იქვე მჯდომი გულშემატკივრის კომფორტი დაარღვია. საბოლოოდ, ბოდიშის მოხდა მაკგიმ ორიგინალურად გადაწყვიტა.
ცნობისთვის, „ნიუ-ორლეანთან“ შეხვედრაში მოთამაშის მონაგარმა 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 ბლოკშოთი შეადგინა.
წარმოგიდგენთ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.