ჰარგრივსმა თავი შეგვახსენა — “რაბონათი” გატანილი შესანიშნავი გოლი

მიუნხენის “ბაიერნისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივსმა ტრავმის გამო პროფესიონალური კარიერა ორი წლის წინათ დაასრულა, თუმცა მას ახლაც შეუძლია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სიამოვნების მინიჭება. სატელევიზიო სტუდიაში 33 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა “რაბონათი” შესანიშნავი გოლი გაიტანა.