პოდოსლკი: “არსენალი მიყვარს, თუმცა ჯამბაზი არ ვარ”

“არსენალის” ფორვარდი, ლუკაშ პოდოლსკი, ლონდონურ კლუბში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. გერმანელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“არსენ ვენგერთან დალაპარაკება მსურს. მინდა, რომ ჩემი დამსახურებული შანსი მომეცეს. “არსენალი” და ლონდონი ძალიან მიყვარს, თუმცა ჯამბაზი არ ვარ” – ამბობს პოდოლსკი.

შეგასენებთ, რამდენიმე დღის წინ ვენგერმა განაცხადა, რომ “მეთოფეები” პოდოლსკის გაყიდვაზე არ ფიქრობენ.