„დალას მავერიკსის“ სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გამთამაშებელ დერონ უილიამსის სათამაშო ფორმით კმაყოფილია. ბოლო დღეებში მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე ჟურნალისტმა ტიმ მაკმეჰონმა დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში უილიამსმა ტეხასურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც „ბრუკოინ ნეთსმა“ მისი გაშვება გადაწყვიტა.