პერესი: “მარკო ასენსიოს ტრანსფერის განხორციელებაში რაფა ნადალი დაგვეხმარა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ 2014 წელს “მალიორკადან” მარკო ასენსიოს გადმობირების საქმეში “სამეფო კლუბს” ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი დაეხმარა, რომელიც “ბლანკოსის” გულმხურვალე ქომაგი გახლავთ.

“რაფა ნადალს დავურეკე და ბიძასთან დალაპარაკება ვთხოვე, რომელიც “მალიორკას” სპორტული დირექტორი იყო. ნადალს ვუთხარი, რომ მარკო ასენსიოს შეძენა გვსურდა.

მან ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა და ტრანსფერიც ძალიან მალე დასრულდა”, – ციტირებს ფლორენტინო პერესის სიტყვებს Goal.com-ი.

“რეალმა” ასენსიოს სანცვლოდ “მალიორკას” 3,5 მილიონი ევრო გადაუხადა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი დღესდღეობით ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

ასენსიოს ორი უნიკალური მიღწევა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვარშავის “ლეგია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 გაანადგურა. ერთი გოლი მარკო ასენსიომ გაიტანა.

ამრიგად, იგი “რეალის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა (ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა).

გარდა ამისა, მარკო ასენსიომ უეფას სუპერთასზე, ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრებში შეძლო გოლის გატანა.