კროოსი: “ზიდანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მენდოს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა თავის მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“პირველ რიგში, ზიდანმა ჩემი თავის რწმენა მომცა. თავდაჯერებულობა ძალიან მეხმარება ყველა წამს. იმ ორი წლის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც ერთად ვიმუშავეთ, მან, ფაქტობრივად, ყველა თამაშში გამომიყენა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვან შეხვედრებში დიდი მისიები მქონდა. ვფიქრობ, მათ კარგად გავართვი თავი. ახლა კი, ზინედინმა იცის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი ნდობა.”

“ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ვგონებ, ეს ნებისმიერი სპორტსმენისა თუ ხელმძღვანელისთვის აუცილებელია.”

ტონის გერმანიის ნაკრებზეც ჰკითხეს.

“გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოვიგოთ. ვიცი, რომ ნაკრებისთვისაც ჩემი თამაში ბევრს ნიშნავს, ამიტომ დიდი მონდომებით ვემზადები. მინდა, კარგი სეზონი მქონდეს, იმის მიუხედავად, მივაღწევთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალს. მიზანი ისაა, რომ მუნდიალისთვის  ფიზიკურად მზად ვიყო,” – ამბობს კროოსი.

37 წლის ლუკა ტონიმ “სასუოლოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა მასპინძელთა 37 წლის თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ტოტი და კიდევ 5 ფეხბურთელი, რომლებიც მუნდიალის მოგების შემდეგ ისევ მაღალ დონეზე თამაშობენ

2006 წელს, გერმანიაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.

მაშინდელი იტალიის ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობამ კარიერა უკვე დაასრულა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

cats

დანიელე დე როსი

rueb438d8c185

ანდრეა ბარძალი

rue5f833ff796

ლუკა ტონი

ruedd9ab0aec7

ფრანჩესკო ტოტი

rue4600d99520

ანდრეა პირლო

rue1957b964ea