როჟერიო სენიმ ისევ გაიტანა (ვიდეო)

27 ნოემბერს, კოპა სუდამერიკანაზე “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “ატლეტიკო ნასიონალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. იმის გამო, რომ პირველ შეხვედრაში “სან პაულუ” 0:1 დამარცხდა, ამჯერად საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც საბოლოოდ გამარჯვება “ატლეტიკო ნასიონალმა” მოიპოვა.