“რაპიდი” სტუმრად “ზალცბურგთან” დამარცხდა – ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა!

დღეს ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ზალცბურგმა” ვენის “რაპიდი” მიიღო. პირველ ტაიმში დუბურმა და ლაინერმა მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით გაიყვანეს წინ.

მეორე ნახევარში დედაქალაქური კლუბიდან პენალტი 90-ე წუთზე კორეამ გამოიყენა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 2:1 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ქვილითაიამ “რაპიდის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

ამ წაგების შემდეგ ვენური გუნდი 28 ქულით მეოთხე ადგილზეა.

რას წერენ ქართველი და ავსტრიელი გულშემატკივრები ქვილითაიას გოლზე? (ფოტოები)

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “სასუოლომ” “რაპიდს” უმასპინძლა. იტალიური გუნდს გამარჯვება 90-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ქვილითაიამ გამოგლიჯა.

ქართველი და ავსტრიელი გულშემატკივრები ქვილითაიას გოლს ასე გამოეხმაურენ.

“4-4-2 სათამშო სქემა, რომელიც ბოლო 20 წუთში იყო, სჯობდა წინა 70 წუთში არსებულ 4-3-2-1 სათამშო სქემას! ჩემი ფავორიტი შემტევი დუეტი იელიჩი და ქვილითაია არის. იოლინტონი ფორმაში არაა.”

“4-4-2 წყობა საუკეთესოა. ქვილითაია ყოველთვის ტექნიკური და მოძრავია. აღფრთოვანებული ვარ.”

ქვილითაია: „ჩემი პირველი სიტყვა „გოლი“ იყო“

22 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია თბილისის „დინამოში“ მიმდინარე სეზონში გადავიდა. უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ მის ანგარიშზე 12 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მყოფ ნიკა კაჭარავას ის მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში თბილისური კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი უეფა-ს ოფიციალურ საიტს გაესაუბრა.

„დიახ, ახლა ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. ყველაფერს გამართლებას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ასეთი კარგი თანაგუნდელების გვერდით ყოფნაში გამიმართლა. მათ გვერდით რომ არ მეთამაშა, ამდენს ვერ გავიტანდი“, – აღნიშნავს გიორგი.

„სპორტის სახეობის არჩევა არც კი მომიწია. დაბადებიდანვე ბურთს ვხედავდი, ბურთის მესმოდა და ბურთს ვგრძნობდი. როგორც კი ფეხბურთზე სიარული დავიწყე, ბურთი ჩემთან იყო. ჩემი პირველი სიტყვაც კი „გოლი“ იყო. ალბათ, ეს სიტყვა სხვა სიტყვებზე უფრო ხშირად მესმოდა. საფეხბურთო ოჯახი მყავს. ჩემი ძმაც თამაშობს, მაგრამ მე მამას დავემსგავსე, რომელიც თავდამსხმელი იყო. უმცროსი ძმა მეკარე გახდა“.

14 წლის ასაკში ქვილიათია მშობლიურ ქალაქ აბაშიდან „ნორჩ დინამოში“ გადავიდა, სადაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა. სულ მალე დედაქალაქურმა კლუბმა „სასკომ“ თავისი გუნდი პირველ ლიგაში წარმოადგინა, სადაც ქვილიათიამ ოთხ თვეში 22 გოლი გაიტანა.

მალე 19 წლის თავდამსხმელი უნგრეთს უძლეირეს კლუბ „დიორში“ გაუშვეს: „იქ თამაში ორჯერ მოვასწარი. პირველად ნახევარწლიანი იჯარით ვიყავი. მაშინ კლუბი უნგრეთში საუკეთესო გახდა. შემდეგ დავბრუნდი და სამწლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. ტრავმის შემდეგ ლიგის თასის ოთხ მატჩში ათი გოლი გავიტანე, მალე თავი უმაღლეს დივიზიონშიც გამოვიჩინე. მართალია, წასვლა მომიწია, რადგან „დიორი“ გაკოტრდა და მესამე დივიზიონში გადავიდა“.

„დიორიდან“ პირველად წასვლის შემდეგ ქვილითაია გორის „დილას“ შეუერთდა, მეორედ კი დაფიქრება მოუწია: „ევროპაში დარჩენის რეალური შანსი მქონდა, ერთი სლოვაკური კლუბი მპატიჟებდა, თუმცა გიორგი გეგუჩაძის ფაქტორი გადამწყვეტი გახდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორად მოვიქეცი. სანამ „დინამოში“ მოვხვედებოდი, ტრავმა თითქმის სამ თვეში ერთხელ მქონდა. ახლა ყველაფერი რიგზეა – პირველი წრის ყველა 15 მატჩი ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. ჩემთვის მწვრთნელის მხადაჭერა, რომელიც რთულ დროს ჩემ გვერდით იყო, ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაბალასთან“ ორმატჩიანი წაგებული დაპირისპირების შესახებ: „მაშინ შესათამაშებლად დრო არ გვყოფნიდა. ჩვენი ამჟამინდელი ფორმით სერია სულ სხვა შედეგით დასრულდებოდა“.

უახლოესი გეგმების შესახებ: „უახლოესი გეგმებს მხოლოდ „დინამოს“ ვუკავშირებ. ჩვენი მიზანი ორივე ეროვნული ტურნირის მოგება და ევროთასებზე მოხვედრაა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ამჟამინდელი შემადგენლობა ამის საშუალებას გვაძლევს.

ეროვნულ ნაკრებშო მოხვედრის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნებობდი, როცა ფეხბურთს თამაშს ვიწყებდი“.

გიორგი ქვილითაიამ უნგრეთის თასზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა (ვიდეო)

11 ნოემბერს, უნგრეთის თასზე, “დიორსა” და “გირმოტს” შორის გამართულ შეხვედრაში (1:3) გიორგი ქვილითაიამ გოლის გატანა მოახერხა.

21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა.

გიორგი ქვილითაიამ უნგრეთში გასაოცარი გოლი გაიტანა

7 ოქტომბერს, უნგრეთის ლიგის თასზე “დიორმა” საკუთარ მოედანზე “საკვარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ჰეთ-თრიქის გაფორმება შეძლო ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, მისი მესამე გოლი კი ნამდვილად გამოსარჩევია.

იხილეთ მიმოხილვა:

გორელი გულშემატკივრის რჩეული გიორგი ქვილითაია გახდა

„დილას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ერთი კვირის განმავლობაში ტარდებოდა გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრები 2013 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევდნენ.
გულშემატკივართა გადაწყვეტილებით, 236 ხმით გამარჯვებული გორის „დილას“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია გახდა, 131 ხმით მეორე ადგილზე ჩვენი გუნდის კარის დარაჯი ნუკრი რევიშვილი დასახელდა, ხოლო მესამე ადგილი 40 ხმით კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ დაიკავა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ოფიციალურად დატოვა ირაკლი მოდებაძემ, რომელიც „დილაში“ ასპარეზობისას ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან თბილისის „დინამოსთან“ საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ამიერიდან საფეხბურთო კარიერას იქ გააგრძელებს.
კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ირაკლის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.

„დილას“ პრესსამსახური