ფიფას წლის გუნდში მოხვედრის პრეტენდენტი მეკარეები

ფიფამ იმ მეკარეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად იბრძოლებენ.

სიაში ხუთი კიპერია:

მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
კლაუდიო ბრავო (“ბარსელონა”)
ტიბო კურტუა (“ატლეტიკო”/”ჩელსი”)
იკერ კასილასი (“რეალი”)
ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”).

ფიფას წლის სიმბოლური გუნდი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება, რომელიც 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება. აირჩევა ერთი მეკარე, ოთხი მცველი, სამი ნახევარმცველი და სამი თავდამსხმელი.