29 ნოემბერს, ჰოლანდიის ეროვნულ ჩემპიონატში მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ”ვიტესმა” საკუთარ კედლებში ”გოუ ეჰედ იგლზი” მიიღო. თამაში დაძაბული გადმოდგა და საბოლოო ანგარიში მატჩის 83-ე წუთზე დაფიქსირდა (2-2).
“ვიტესის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ვაკო ყაზაიშვილი. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, გუნდის მეორე ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ, მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. ჰოლანდიის ჩემპიონატში 14 ტურის შემდეგ ”ვიტესი” მე-11 ადგილის იკავებს (17 ქულით).