ოფიციალურად: მამუკა კობახიძე “ლოკომოტივში” ითამაშებს

მამუკა კობახიძე კარიერას თბილისის ლოკომოტივში გააგრძელებს. 24 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის იანვრამდე გააფორმა.

კობახიძემ გასული სეზონი განათხოვრების წესით, რუსეთის პირველ დივიზიონში, ნეფტეხიმიკში გაატარა. ცენტრალურმა მცველმა 2016/2017 წლების სეზონში 21 მატჩი ჩაატარა.

პროფესიონალურ დონეზე მისი კარიერა ზესტაფონში დაიწყო, სადაც 2009/2013 წლებში თამაშობდა. იმერული კლუბის მაისურით, კობახიძემ 70 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონი მან განათხოვრების წესით, ვლადიკავკაზის ალანიაში გაატარა. 2013 წელს კობახიძე გორის დილაში გადავიდა, სადაც ლოკომოტივის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

დილამ, მაშინ უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშა და პლეი-ოფამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში ვენის რაპიდთან დამარცხდა. მამუკამ, საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსივე (ოლბორგთან, ჰაიდუკთან და რაპიდთან) მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

2014 წელს იგი რუსეთის პრემიერლიგაში, ყაზანის რუბინში ჩაირიცხა, სადაც 4 მატჩი ჩაატარა. მომდევნო სეზონში იგი მორდოვიაში გაანათხოვრეს.

კობახიძეს საქართველოს 16, 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებში, ჯამში 28 მატჩი აქვს ჩატარებული. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს, იგი რამდენჯერმე მოხვდა ეროვნული ნაკრების განაცხადში, თუმცა თამაშის შანსი არ მისცემია.

24 წლის მცველი, ლოკომოტივში 30 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

fcloco.ge

კობახიძე „მორდოვიაში“ ითამაშებს

ქართველი მცველი მამუკა კობახიძე 2015/16 წლების სეზონში სარანსკის „მორდოვიაში“ ითამაშებს. როგორც რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი წერს, სარანსკელებმა 22 წლის მოთამაშე განაცხადში უკვე შეიყვანეს.

ცნობისთვის, კობახიძის სატრანსფერო უფლებები ყაზანის „რუბინს“ ეკუთვნის.

რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის გათამაშებაში მამუკამ „რუბინის“ მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა.

საქართველოში კობახიძეს „ზესტაფონისა“ და გორის „დილას“ შემადგენლობაში უთამაშია.

Kobakhidze

კვერკველიას ძირითადი “რუბინის” მოგებულ შეხვედრაში

რუსული პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე “ტერეკს” უმასპინძლა. შეხვედრდა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ყაზანელთა შმეადგენლობაში ტრადიციულად ძირითადში იყო სოლომონ კვერკველია, ხოლო მამუკა კობახიძემ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

19 ტურის შემდეგ 33 ქულით “რუბინი” მე-6 პოზიციაზეა.

კვერკველიას და კობახიძის “რუბინმა” “არსენალს” სძლია

რუსული პრემიერლიგის მე-18 ტურში ყაზანის “რუბინმა” ტულის “არსენალი” მიიღო. მატჩი მასპნიძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

“რუბინის” ძირითადში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში არ ჩართულა მამუკა კობახიძე.

18 ტურის შემდეგ “რუბინი” 30 ქულით მე-6 პოზიციაზეა.

რუბინმა ქულა ქართული დაცვით მოიპოვა

რუსული პრემიერ ლიგის მე-15 ტურში ყაზანის რუბინმა საკუთარ სტადიონზე მოსკოვის “დინამოს” უმაპინძლა. სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე საკმაოდ პრინციპული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში დაცვის ხაზში ორმა ქართველმა, მამუკა კობახიძემ და სოლომონ კვერკველიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

კვერკველია ტრადიციულად დაცვის ცენტრში ირჯებოდა, ხოლო კობახიძე უკვე მეორედ მოგვევლინა მარცხენა მცველის პოზიციაზე.