დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 ივლისი)

“ვესტ ჰემი” თავდამსხმელის ძიებაშია

მიში ბატშუაი? “ჩელსის” შეუერთდა. კრისტიან ბენტეკე? “ლივერპულში” აპირებს დარჩენას. ალექსანდრე ლაკაზეტი? “ლიონი” არ აპირებს მის გაშვებას. კარლოს ბაკა? ჩემპიონთა ლიგას ითხოვს.

ბევრი უშედეგო მცდელობის შემდეგ, სლავენ ბილიჩი “ტულუზას” ვისამ ბენ იედერზე გადაერთო. 25 წლის ფეხბურთელის გადაბირება, რომლითაც “ლესტერიც” ინტერესდება, სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.

ხუან მატა “მანჩესტერის” დატოვებას არ აპირებს

“ევერტონი”? “ესპანიოლი”? “ვალენსია”? – ყველაფერი ტყუილია. ხუან მატამ გულშემატკივრები დაამშვიდა. ” ნუ უსმენთ მედიას” – ასეთი განცხადება გააკეთა მან გულშემატკივართან საუბრისას.

ჯო ალენი “მანჩესტერ იუნაიტედში”?

The South Wales Evening Post-ის ცნობით, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” საკმაოდ საინტერესო სვლის განხორციელებას აპირებს – ისინი “ლივერპულის” უელსელ ნახევარმცველს, ჯო ალენს დაიმატებენ. ჯო ალენს არსებული კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ კლოპი მის წასვლას მიემხროს.

რუი პატრისიო პრემიერ ლიგაში?

გამოცდილმა პორტუგალიელმა მეკარემ, რუი პატრისიომ კარიერა შესაძლოა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, 6 მილიონ ფუნტად შეფასებული მეკარე “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

1

ვილფრედ ბონი რონალდ კუმანთან ითანამშრომლებს?

გამომდინარე იქიდან, რომ რომელუ ლუკაკუს მომავალი ჯერაც ბურუსით არის მოცული, “ევერტონის” ახალი თავკაცი, რონალდ კუმანი თადარიგის დაჭერას და გუნდში “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის მოყვანას აპირებს. 27 წლის ბონის გადასაბირებლად “კამფეტებს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

რაგნარ კლავანი თითქმის “ლივერპულელია”

“ლივერპული” გერმანული “აუგსბურგის” 30 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებას აპირებს, რათა მომავალში დამცველების ნაკლებობა გამორიცხოს. იურგენ კლოპი მზადაა ესტონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რასაც დაემატება ბონუსებიც.

“კაიზერსლაუტერნი” კლოზეს მიმართ ინტერესს ადასტურებს

“კაიზერსლაუტერნის” გენერალური დირექტორი, ტომას გრისი ადასტურებს ვეტერანი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს მიმართ ინტერესის არსებობას – “ეს ჩვენი კლუბისათვის ნამდვილი ჯეკპოტი იქნება, დიდი პრიზი. ცდად ნამდვილად ღირს.” – განუცხადა გრისმა TV SWR-ს.

“სევილია” ლიორენტეს გაანათხოვრებს

La Tarjeta Blanca გვამცნობს, რომ “რეალ სოსიედადი” საკმაოდ ახლოს არის “სევილიას” ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლიორენტეს გადაბირებასთან. წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი “ანოეტაზე” 1 წელიწადს დაჰყოფს.

ბონი: „ჩემს საუკეთესო ფეხბურთს შემდეგ სეზონში ვაჩვენებ“

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ვილფრედ ბონიმ განაცხადა, რომ თავის საუკეთესო შესაძლებლობებს შემდეგ სეზონში გამოამჟღავნებს.

„სიტიში“ ჩემმა კარიერამ გული დამწყვიტა. პირველ რიგში, ტრავმა მივიღე, მეორე მხვრივ, ვერ ვიგებთ. იმედია, ოპტიმალურ ფორმას რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნებ და გატანასაც დავიწყებ. იმედია, მიმდინარე სეზონში ჩემს სიტყვას კიდევ ვიტყვი, თუმცა, მგონია, მაქსიმუმს შემდეგ ჩემპიონატში ვაჩვენებ“, – განაცხადა ბონიმ.

შეგახსენებთ, რომ ვილფრედი მანჩესტერელებს იანვარში „სუონსი სიტიდან“ შეუერთდა.

მონკი: “ბონი სუონსის მოთამაშეა”

“სუონსის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი მონკმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ვილფრედ ბონის გაყიდვას არ აპირებს.

“ბონი “სუონსის” მოთამაშეა. მისი ყიდვის მსურველ კლუბს ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს. “სუონსის” მიზანი ფეხბურთელების გასხვისება არ არის. ფული არ გვჭირდება.

სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსნება და პრესაც ჩვენი კლუბის შესახებ ბევრს დაწერს. რა თქმა უნდა, ახალ მოთამაშეებს ყოველთვის ვეძებთ. იმედი მაქვს, რომ ორ ძლიერ ფეხბურთელს მართლაც დავიმატებთ, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ” – განაცხადა უელსური კლუბის მწვრთნელმა.