ძმები, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში ითამაშე

ტიმ კეჰილი – ავსტრალია
კრის კეჰილი – სამოა

6

კრისტიან ვიერი – იტალია
მასიმილიანო ვიერი – ავსტრალია

5

ტიაგო ალკანტარა – ესპანეთი
რაფინია ალკანტარა – ბრაზილია

4

ლუის სუარესი – ურუგვაი
პაოლო სუარესი – სალვადორი

3

პოლ პოგბა – საფრანგეთი
ფლორენტინ პოგბა – გვინეა
მათიას პოგბა – გვინეა

2

ჟერომ ბოატენგი – გერმანია
კევინ-პრინს ბოატენგი – განა

1

8 ფეხბურთელი, რომელთაც ფეხბურთი არ უყვართ

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ დაასახელა რვა ფეხბურთელი, რომელთაც ფეხბურთი არ უყვართ, ან ფეხბურთზე მეტად სხვა სპორტის სახეობები მოწონთ.

ბენუა ასუ-ეკოტო

როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, მისთვის ფეხბურთი მხოლოდ კარგი სამსახურია.

“ფეხბურთი მხოლოდ სამსახურია, ძალიან კარგი სამსახური. ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ. ჩემ ინტერესებში მეგობრები და კარგი მუსიკა შედის”, – ამბობს კამერუნელი.

3696930

ბობი ზამორა

“ქუინს პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელი ამბობს, რომ ის ფეხბურთის დიდი მოყვარული სულაც არ არის.

“სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. საღამოობით, ფეხბურთის ყურებას, მირჩევნია სხვა რამ გავაკეთო”, – აცხადებს ზამორა.

კურტის ვუდჰაუზი

“ჰალ სიტის”, “ბირმინგემისა” და “შეფილდ იუნაიტედი” ყოფილმა ნახევარმცველმა ერთხელ კარიერა დაასრულა კიდეც, თუმცა შემდეგ ფეხბურთს ისევ დაუბრუნდა. მისი თქმით, ის ფეხბურთისგან იმ სიამოვნებას ვერ იღებს, რაც სურს.

4343197

დევიდ ბენტლი

ერთ დროს, მას “მომავალ დევიდ ბექჰემს” უწოდებდნენ. მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბენტლის, რომელიც ჯერ მხოლოდ 30 წლისაა, კარიერა უკვე დასრულებული აქვს.

“როცა “ბლექბერნში” ვთამაშობდი, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, უნდა გამეგრძელებინა თუ არა ფეხბურთის თამაში”, – თქვა ფეხბურთელმა.

სტივენ აირლენდი

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ახლა “სტოკ სიტის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ უკვირს, თუ რატომ აირჩია ფეხბურთი.

ireland

ეფსენ ბორდსენი

ნორვეგიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ლონდონის “ტოტენჰემში”, “უიტფორდსა” და “ევერტონში” უთამაშია, თუმცა მან კარიერა ძლიან ადრე 2003 წელს, 25 წლის ასაკში დაასრულა.

0421538

დევიდ ბეტი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ყურება უჭირს.

“სანაკრებო მატჩები ძალიან მოსაბეზრებელია. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ შეხვედრების ყურებისათვის ფულს ხარჯავენ”, – თქვა ბეტიმ.

კრისტიან ვიერი

გაგიკვირდებათ, მაგრამ კრისტიან ვიერის, თავის დროზე, ფეხბურთზე მეტად სპორტის სხვა სახეობა იტაცებდა.

“სიმართლე გითხრათ, ფეხბურთში არც ისე კარგი ვიყავი. დიდი სურვილი მქონდა, კრიკეტს გავყოლოდი. როცა პატარების გუნდში მცირე წარმატებას მივაღწიე, მომინდა, რომ მომდევნო ალან ბორდერი გავმხდარიყავი”, – თქვა ვიერიმ.

TOP 11: ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი კლუბი გამოიცვალეს

ფეხბურთელთა უმრავლესობა გულშემატკივართა მეხსიერებაში განსაკუთრებული ტალანტის გამო იკავებენ ადგილს, თუმცა არის სხვა შემთხვევებიც. მაგალითად არსებობს ფეხბურთელთა ნაწილი, რომლებიც კლუბებს საკმაოდ ხშირად იცვლიან და ერთ გუნდში ორ სეზონზე მეტს ვერ ძლებენ.

 

11. ჟუნინიო პაულისტა – 9 კლუბი

esDPilW

ტანმორჩილმა ბრაზილიელმა კარიერის მანძილზე სამი კონტინენტის ხუთ ქვეყანაში მოასწრო თამაში. ჟუნინიო “ფლამენგოში” და “იტუანოში” ორჯერ გადავიდა, ხოლო “მიდლსბროში” სამჯერ. ინგლისურ კლუბში ორი საკმაოდ წარმატებული სეზონის შმედეგ ბრაზილიელი მადრიდის “ატლეტიკოში” გადავიდა, სადაც 5 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, თუმცა რამდენიმე კლუბში იჯარის წესითაც მოასწრო თამაში. საბოლოოდ ჟუნინიომ კარიერა “იტუანოში”, მოთამაშე პრეზიდენტის სტატუსით დაასრულა.

 

10. რობი კინი – 10 კლუბი

AEtuN3D

ირლანდიელმა კარიერა “ვულვერჰემპტონში” დაიწყო, საიდანაც “ქოვენთრიში” გადაბარგდა, სადაც დიდხანს არ გაჩერებულა და მილანის “ინტერს” მიაშურა. თუმცა, სერია А მისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა და ფორვარდი მალევე დაუბრუნა ინგლისს. მისი კარიერის ახალი ეტაპი “ლიდსი” იყო, შემდეგ კი “ტოტენჰემი”, სადაც კინმა ყველაზე შედეგიანი სეზონები ჩაატარა. “უაით ჰართ ლეინზე” გატარებული 6 სეზონის შემდეგ კინმა მცირე ხნით “ლივერპულის”, “ვესტ ჰემის” და “ასტონ ვილას” ფორმები მოიგო. საბოლოოდ კი შტატებს მიაშურა და დღემდე “ლოს ანჯელეს გელექსის” ღირსებას იცავს.

 

9. ენდი კოული – 12 კლუბი

gLLNziL

ენდი კოული ინგლისური პრემიერ ლიგის ნამდვილიდ ლეგენდაა. ფეხბურთელი ლიგის ბომბარდირთა ისტორიაში შირერის შემდეგ 187 გოლით მეორე ადგილზეა. კარიერა, რომელიც 20 წელი გრძელდებოდა, “არსენალში” დაიწყო. ენდიმ “მანჩესტერ სიტიში”, “ნიუკასლში”, “სანდერლენდში” და “ფულემშიც” ითამაშა.

თუმცა, ვარსკვლავის სტატუსი კოულმა “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს მოიპოვა. მანჩესტერელთა შემადგენლობაში გატარებულ 6 წელიწადში კოულმა 100 გოლზე მეტი გაიტანა. გასაკვირია, მაგრამ ასეთი ნიჭის პატრონმა ინგლისის ნაკრებში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა.

 

8. ნიკოლა ანელკა – 12 კლუბი

VCJxyGK

ანელკა ნამდვილი საფეხბურთო მოგზაურია. ფრანგი ფორვარდის რეკორდი ერთ კლუბში, “ჩელსიში” გატარებული 4 სეზონია. ნიკოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა ინგლისის ყველა დიდ კლუბში ირიცხებოდა. გარდა ამისა იცავდა “იუვენტუსის”, “რეალის”, პსჟ-ს, “ფენერბაჰჩეს”, “შანხაის”, “მუმბაი სიტის”, “ბოლტნის” და “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას.

 

7. კრისტიან ვიერი – 13 კლუბი

VIs0DGq

ლეგენდარულმა კრისტიან ვიერიამ “ატლეტიკოს”, “იუვენტუსის”, “ლაციოს”, “მონაკოს” და “ინტერის” ჩათვლით კარიერაში 13 კლუბი გამოიცვალა. ვიერი “ინტერის” ნამდვილი გმირი იყო, სანამ “მილანში” არ გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ “ინტერმა” ვიერიში 1999 წლისთვის წარმოუდგენელი თანხა, რეკორდული 32 მილიონი გირვანქა გადაიხადა.

 

6. ადე აიკინბი – 14 კლუბი

IIlVHK5

სიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი, ნიგერიელი ფორვარდი გამორჩეული მხოლოდ კლუბების ხშირი შეცვლით იყო. თუმცა, როგორც ჩნას ადეს ძალიან კარგი აგენტი ჰყავდა. საერთო ჯამში კლუბებმა მის ტრანსფერში 15 მილიონი გირვანქა დახარჯეს. თავად ფეხბურთელმა კი 550 მატჩში 150 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელი ძირითადად ინგლისურ კლუბებში თამაშობდა და კარიერა სამოყვარულო “კოლვინ ბეიში” დაასრულა.

 

5. რივალდო – 15 კლუბი

HQXYO8E

ბრაზილიელი ლეგენდის კარიერა 24 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. საუკეთესო წლები კი რივალდომ “ბარსელონაში” გაატარა და “ოქროს ბურთის” მოგებაც შეძლო. აქტიური საფეხბურთო კარიერის ბოლოს რივალდომ უზბეკეთში, ანგოლაში და საბერძნეთში ითამაშა.

 

4. მარკუს ბენტი – 16 კლუბი

7jpbzsE

მარკუს ბენტი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგის 6 კლუბის მაისურით შეძლო გოლის გატანა. თუმცა, იმ 16 კლუბიდან სადაც ბენტს უთამაშია, გამორჩეული მხოლოდ “იფსვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედში” იყო. კარიერა კი მოთამაშემ ინდონეზიურ “მიტრა კუკარში” დაასრულა.

 

2-3. სტივ კლარიჯი – 19 კლუბი

3x836qv

კლარიჯმა 24-წლიან კარიერაში 19 კლუბში მოასწრო თამაში. ძირითადად ფორვარდი ინგლისის დაბალ დივიზიონებში თამაშობდა. მისი ყველაზწ დიდი მიღწევა  კი “ბირმინგემთან” ერთად ინგლისის მეორე დივიზიონის მოგება იყო.

 

2-3. სებასტიან აბრეუ – 19 კლუბი

8GBc57S

“როსარიო სენტრალი”, რომლის ღირსებასაც სებასტიანი ახლა იცავს, მისთვის რიგით მეცხრამეტე კლუბია. ურუგვაის გარდა აბრეუმ არგენტინაში, ბრაზილიაშ, მექსიკაში, ესპანეთში, საბერძნეთში და ისრაელში მოასწრო თამაში. აღსანიშნვაი, რომ 26 წლის ფორვარდი ურუგვაის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლეთა შორის მე-6 ადგილზეა.

 

1. ჯონ ბარიჯი – 29 კლუბი

YTR018s

30-წლიანი კარიერის განმავლობაში გამოცვლილი 29 კლუბი. ჯონ ბარიჯი ნამდვილი რეკორდსმენია. 1995 წელს “მანჩესტერ სიტიში” თამაშის დროს მეკარე პრემიერლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. საუკეთესო სეზონები ბარიჯს “კრისტალ პელასში”, “ასტონ ვილაში” და “ბლექპულში” ჰქონდა.