19-წლამდელები ბერძენ თანატოლებთან დამარცხდნენ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტ-რაუნდში ასპარეზობა დაასრულა. მესამე ტურში ქართველები 1:2 დამარცხდნენ საბერძნეთთან. ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე დააწინაურა საბერძნეთი, 72-ე წუთზე კი მეორე გოლიც შეაგდო, რასაც გიორგი ყიფიანის გუნდმა ერთხელ უპასუხა – ბექა მიქელთაძემ მე-60 წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ელიტ-რაუნდის მეორე მატჩში ინგლისმა 2:0 სძლია ტურნირის მასპინძელ ესპანეთს და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საბერძნეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (ბერიძე 59), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (გოშთელიანი 43), კიკნაძე (არაბიძე 74) სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელები ინგლისით იწყებენ

დღეს, თბილისის დროით 20 საათზე, ესპანეთში „ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე“ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ელიტ-რაუნდის პირველ ტურში ინგლისს დაუპირისპირდება. შეხვედრას განსჯის დომინიკ ოუშენი (ავსტრია), რომელსაც მარკუს გუტში (ავსტრია), ტეოდორო სობრინო (ესპანეთი) და ალეხანდრო ერნანდესი (ესპანეთი) მიეხმარებიან.

გიორგი ყიფიანის გუნდი 19 მარტს ჩავიდა ესპანეთში და ტურნირისთვის მოსამზადებელი დასკვნითი ეტაპი იქ გაიარა. ელიტ-რაუნდამდე ჩვენმა გუნდმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა თბილისში ბულგარეთთან (0:0, 2:0) და სტუმრად მონტენეგროსთან (0:2, 2:0).

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში ასეთი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);

მცველები: ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ
მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

ინგლისელებთან დღევანდელი მატჩის შემდეგ ქართველთა სათამაშო განრიგი ასეთია: 26 მარტს ესპანეთი – საქართველო და 29 მარტს საქართველო – საბერძნეთი.

სფფ-ის პრესსამსახური

U19: ავსტრიასთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ

ხვალ 14:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი ნაკრების სატურნირო მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო ვერაა, ამიტომ, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებს ავსტრიასთან გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ, რომ ელიტრაუნდში გასვლა შეძლონ. და თუ ეს ასე არ მოხდა, ბოლო 5 წელიწადში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ელიტრაუნდს მიღმა დარჩება. თუმცა, ვიყოთ ოპტიმისტები და გვქონდეს იმედი, რომ ჩვენი ფეხბურთელები შეძლებენ ძალების მოკრებას და დასახული მიზნის მიღწევას.

გადამწყვეტ თამაშს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ყვითელი ბარათების გამო, თამაშს ტოვებს გიორგი არაბიძე. ალბანეთთამ მატჩში ტრავმა მიიღო ლადო მამუჩაშვილმა, თუმცა, ნაკრების ექიმების წყალობით, ის ხვალ თამაშს შეძლებს.

პარალელურ შეხვედრაში კი, რომელიც ასევე 14:00 საათზე დაიწყება, უელსის ნაკრები ალბანეთს შეხვდება.

საქართველოსა და ავსტრიის 19-წლამდე ნაკრებთა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს “სილქ სპორტი” შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ავსტრია, ალბანეთი და უელსი იქნებიან

შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა ევროპის 19-წლამდელთა 2016 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომლის მედეგად, საქართველოს ჯგუფში ავსტრია, ალბანეთი და უელსი აღმოჩნდნენ.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი 2016 წელს გერმანიის სტადიონებზე ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ, როგორც ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ნაკრები, ესპანეთი ელიტ რაუნდში პირდაპირ მოხვდა.

ამ ეტაპზე ჯგუფთა მასპინძელი ქვეყნების ვინაობა უცნობია.