ისკო “რეალის” დატოვებას აპირებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო გუნდის გამოცვლას აპირებს.

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, “სამეფო კლუბი” მზად არის, 29 წლის ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეელიოს. თავად ისკოს ზაფხულამდე მოცდა სურს, ვინაიდან კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გაუვა, რის შემდეგაც ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება. ასეთ შემთხვევაში, ისკოს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად დაწყება იანვრიდანვე შეეძლება.

ისკომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში შვიდი არასრული მატჩი (176 წუთი) ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

ისკო: “თუ “რეალი” მოისურვებს, მე აქ დავრჩები”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცხველმა ისკომ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” დარჩენა სურს.

“იმედი მაქვს, აქ დავრჩები. თუ კლუბი ჩემს დარჩენას მოისურვებს, აქედან არ წავალ. აქ ძალზედ ბედნიერი ვარ და იმედია, კლუბთან ერთად ტიტულებს მომავალშიც მოვიგებ.

ზინედინ ზიდანმა ჩვენთან ერთად საოცარი სამუშაო გასწია. ბოლო წუთამდე ვიბრძვით. ეს დამტკიცდა როგორც პრიმერადივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე”, – ციტირებს ისკოს სიტყვებს Goal.com-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ისკოს გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურს.

ისკომ ესპანეთის მეხუთე დივიზიონში მოასპარეზე კლუბს საჩუქარი გაუკეთა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ისკომ ანდალუსიის პირველ დივიზიონში (ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონი) მოასპარეზე კლუბ “ატლეტიკო ბენამიელს” საჩუქარი გაუკეთა.

“ატლეტიკო ბენამიელი” ისკოს პირველი კლუბი გახლავთ და ფეხბურთელმაც გამზრდელი გუნდისთვის მადლობის გადახდა გადაწყვიტა.

ისკომ კლუბს საჩუქრად 450 ფორმა გადასცა.

 

“რეალმა” “ჩელსის” უარი შეუთვალა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ლონდონის “ჩელსის” ისკოს ტრანსფერზე უარი შეუთვალა.

“მირორის” ცნობით, “პენსიონერები” “სამეფო კლუბს” 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, თუმცა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ისკოს გაყიდვა არ ისურვა. ახალი თავკაცი თვლის, რომ ეს ფეხბურთელი გუნდს სჭირდება.

გასულ სეზონში ისკომ “რეალის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მესის ყვითელი ბარათი გაუუქმეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის სააპელაციო კომიტეტმა “ბარსელონას” საჩივარი განიხილა და კლუბის ლიდერ ლიონელ მესის “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:1) მიღებული ყვითელი ბარათი გაუუქმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის მიწურულს ერთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა: კატალონიელებმა ეს ერთადერთი გოლი მატჩის დამატებით დროში გაიტანეს. როდესაც “ბარსას” ფეხბურთელები გატანილ გოლს აღნიშნავდნენ, ტრიბუნიდან ერთ-ერთმა დამსწრემ წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც მესის თავში მოხვდა. მსაჯმა ეს ვერ შენიშნა და ჩათვალა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი დროის გაყვანას ცდილობდა, რის გამოც მას ყვითელი ბარათი უჩვენა.

სააპელაციო კომიტეტმა აღნიშნული ინციდენტი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

გარდა ამისა, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ისკოს ეპიზოდზეც იმსჯელეს და “მალაგას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) მიღებული გაფრთხილება ძალაში დატოვეს. იმ შეხვედრაში ისკომ მალევე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამრიგად, ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველი დისკვალიფიკაციის გამო “სელტასთან” შეხვედრას გამოტოვებს.