ჰორვარდი: „ფერგიუსონი MLS-ში დაბრუნებით მემუქრებოდა“

„ევერტონის“ მეკარემ ტიმ ჰოვარდმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნ „მეკარეში“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში მისვლისას ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა. 2003 წელს„არსენალთან“ ინგლისის სუპერთასის მატჩში მან ტიერი ანრის მიერ შესრულებული ჯარიმა ვერ მოიგერია.

„შესვენებისას ფერგიუსონი ძალინ ყვიროდა: „სამი ადამიანი კედელში! ანრის წინააღმდეგ ოთხი კაცი უნდა დააყენო! თამაშის დროს უნდა იფიქრო! თუ კედლის დაყენება არ შეგიძლია, მე უკან MLS-ში დაგაბრუნებ. შენ აშშ-ში აღარ ხარ, შვილო“, – გაიხსენა ჰოვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მეკარე „ნიუ-იორკ მეტროსტარზიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2003 წელს გადავიდა და „წითელი ეშმაკები“ 2007 წელს დატოვა.