წლის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილი პრეტენდენტები

გამოქვეყნდა წლის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილ მოთამაშეთა სია:

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი;
“მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტი;
“ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი;
“არსენალის” ნახევარმცველი ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი;
“ევერტონის” მცველი ფილ ჯაგიელკა.

აღნიშნული ჯილდო საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელს 2003 წლიდან გადაეცემა. პრიზი პირველად დევიდ ბექჰემმა მიიღო.

გამოკითხვა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.