“ფენერბაჰჩეს” კირიკეში სჭირდება

“ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი თურქების ყურადღების ცენტრში მოექცა.

რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრი მოურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის, ამიტომ “მამლები” მის გაყიდვას განიხილავენ.

თურქული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, ვლად კირიკეშით დაინტერესებულია “ფენერბაჰჩე”, რომელიც 25 ტურის შემდეგ, თურექთის ჩემპიონატში მესამე ადგილს, 53 ქულით იკავებს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინელის ვარიანტს “იუვენტუსი” და “რომა” განიხილავდა.

ამ სეზონში კირიკეშმა ექვსი მატჩი ჩაატარა.

რომა ტოტენჰემის ფეხბურთელით დაინტერესდა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო “რომას” ბრაზილიელი მცველლი ლეანდრო კასტანი დიდი ხნით გამოაკლდა.

იტალიური პრესაში გავრცელებული ინფორმაციით რომაელები მის შემცვლელად “ტოტენჰემის” უკანახაზელ ვლად კირიკაშს მიიჩნევენ და ლონდონურ კლუბს იანვარში სატრანსფერო წინადადებასაც გაუკეთებენ.

“რომას” ხელმძღვანელობა მზად არის კირიკეშში 8 მილიონი გირვანქა გადაიხადოს ან ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით დაიმატოს.

მიმდინარე სეზონში კირიკეშმა პრემიერლიგის 8 შეხვედრაში მიიღ მონაწილეობა.