„არსენალის“ თავდამსხმელი „აიაქსში“ გადავიდა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი იაია სანოგო ამსტერდამის „აიაქსის“ მოთამაშე გახდა. ჰოლანდიურ კლუბში სანოგო 2016 წლის ივნისამდე იჯარით ჩაირიცხა.

განვლილ სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა „არსენალში“ ინგლისის პრემიერლიგაში სამი მატჩი ჩაატარა, ზამთარში კი იჯარით „კრისტალ პალასში“ ითამაშა, რომლის მაისურით ათი მატჩი ჩაატარა.

სანოგო „კრისტალ პალასში“ გადავიდა

„არსენალის“ თავდამსხმელი იაია სანოგო „კრისტალ პალასის“ მოთამაშე გახდა. ახალაგზრდა ფეხბურთის ტრანსფერი ორივე კლუბმა დაადასტურა. სანოგო „კრისტალ პალასში“ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

„როდესაც მწვრთნელმა „კრისტალ პალასის“ ვარიანტზე მთხრა, ძალიან გამიხარდა, რადგან უფრო ხშრად თამაში მსურდა. „კრისტალ პალასი“ კარგი გუნდია, მისი „ტოტენჰემთამ“ მატჩი ვიხილე, მათ აკრგად ითამაშეს. იმედია, გუდნს სეზონის მეორე ნახევარში დავეხმარები“, – განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

„არსენალი“ სანოგოს იჯარით გასაშვებად მზადაა

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი იაია სანოგო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, დროებით სხვა კლუბში გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა 21 წლის ფრანგის იჯარით ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გაშვებას აპირებს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ლონდონელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს თავი ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაამახსოვრა.

შეშინებული იაია: სანოგოს უცნაური რეაქცია რემსის ლამაზ გოლზე

მოგეხსენებათ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ლონდონის „არსენალმა“ გასვლაზე „გალათასარაი“ ანგარიშით 1:4 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში აარონ რემზიმ დუბლი შეასრულა. რემსის ერთ-ერთ გოლზე მის თანაგუნდელ იაია სანოგოს საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა, რომელიც მაყურებლებმა სხვადასხვა რაკურსიდან დააფიქსირეს და სურათები სოციალურ ქსელ ტვიტერზე განათავსეს.

1

2

3