მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.
გერმანული წყაროების ცნობით, ეფენბერგს “ბოხუმის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ.
გერმანელს შარშანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა მაშინ ეფენბერგმა “ბაიერნის” დუბლშემადგენლობის გაწვრთნაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შტეფან ეფენბერგმა პროფესიული კარიერა 2004 წელს დაასრულა.