ირაკლი ძარიამ გორის “დილა” დატოვა

როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა ეროვნული ლიგა 1 და საქართველოს რანგით ნომერ პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდებისთვის უკვე ყველაფერი გაირკვა. ამჟამად ისინი მხოლოდ მომავალი სეზონისათვის კარგი სელექციით არიან დაკავებულები.

დღეს ცნობილი ხდება, რომ ეროვნული ლიგა 1-ის, მე-8 ადგილოსნის გორის “დილას” შემადგენლობა დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ძარიამ. მას “დილასთან” ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და შესაბამისად კონტრაქტი აღარ გახანგრძლივებულა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კარიერას.

29 წლის ფეხბურთელი გორელთა რიგებში გასული სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა. ამ დროის განმავლობაში მან 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გორის “დილამ” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

ეროვნულ ლიგაში ოცდამერვე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა თენგიზ ზურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივმა გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა.

გორელმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა . საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას, თუმცა მეთხუთმეტე წუთზე წიქარიძის დარტყმის შემდეგ, ჰამზიჩმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი, პირველი ირაკლი ძარია იყო, რომელმაც საკმაოდ ძლიერი და ლამაზი დარტმით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ, უკვე საჩხერლები გადავიდნენ შეტევაზე, ჯერ მიშიკო სარდალიშვილი ვერ მიწვდა ბურთს შემდეგ კი, ბესიკ დეკანოიძემ ვერ გამოიყენა თავისი შანსი.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდა ზემო იმერული კლუბი, ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ ამაოდ. სოსო ფრუიძემ შეტევს გასაძლიერებლად ჯერ ტატანაშვილი ჩართო შეხვედრაში, შემდეგ კი, ფონიავა, მაგრამ საჩხერელთა მცდელობას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და საბოლოოდ გორელებმა 1-0 იმარჯვეს.

შიდა ქართლელები რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონაში იყვნენ, თუმცა გიორგი დარასელიას გაწვრთნილები სამი თამაშია, რაც ზედიზედ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას და ამ მომენტში “დილა” 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მის უშუალო მდევარს კი, ხუთი ქულით უსწრებს.

მომდევნო შეხვედრას ორივე გუნდი 13 ოქტომბერს გამართავს. გორის “დილა” დინამო “ბათუმთან” ჩავა სათამაშოდ, საჩხერლები კი, “სამტრედიას” უმასპინძლებენ.

ძარია ერთ თვეში დაბრუნდება

თბილისის “დინამოდან” გორის “დილაში” გადასული ირაკლი ძარია უახლოეს მომავალში ახალ გუნდში სადებიუტო შეხვედრის ჩატარებას ვერ შეძლებს.

ეროვნული ნაკრების მოთამაშე ტრავმირებულია და მკურნალობის კურსს დადის, რის გამოც მოდეანზე გასვლას ძარია მხოლოდ ერთ თვეში შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ “დინამოდან” წასვლის შემდეგ ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას პერმის “ამკარში” აპირებდა, თუმცა რუსულ გუნდში ჩასვლის შემდეგ დაშავდა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

ძარია “დილაში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ირაკლი ძარია კარიერას “დილაში” გააგრძელებს. გორულ კლუბში ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობილი იყო, რომ ძარია “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიეირის გაგარძელებას უცხოეთში აპირებდა. ფეხბურთელი რუსეთშიც გაემგზავრა, სადაც პერმის “ამკრათან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ტრავმა მიიღო და საქართველოში დაბრუნდა.

ძარიამ „დინამოს“ „გლადიატორების“ სექტორიდან უქომაგა

მოგეხსენებათ, ხუთშაბათს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ შორის საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც დინამოელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ჩისკომ გაიტანა, რომელმაც ამით თავისი პროფესიული კარიერა დაასრულა.

„დინამოს“ შემადგენლობას 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი ძარიაც ტოვებს, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ თბილისურ კლუბს ირაკლიმ ფანკლუბ „გლადიატორებთან“ ერთად 90 წუთის განმავლობაში უქომაგა, მატჩის დასრულების შემდეგ კი, გამარჯვებაც აღნიშნა.

ირაკლი ძარია დინამოს ტოვებს

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის “დინამოს” ჩისკოსთან ერთად გუნდსი ვიცე-კაპიტანი, ირაკლის ძარიაც დატოვებს.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ეროვნული ნაკრების მოთამაშე, თუმცა ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად კვიპროსული კლუბი სახელდება.

    26 წლის ძარია “დინამოს” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. თბილისურ კლუბში ნახევარმცველი “ზესტაფონიდან” გადავიდა. “დინამოს” რიგებში ძარიას ანგარიშზე 95 ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი 12 გოლია.