“ვერონას” თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონისგან განსხვავებით 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე თამაშს ვერ შეძლებს. 38 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, აღნიშნა, რომ ბუცები ლურსმანზე შესაძლოა, ამ ზაფხულშივე დაკიდოს.
“ბუფონი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე აპირებს თამაშს? მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. ადრე თუ გვიან, გაჩერება მოგიწევს. ვნახოთ, თავს როგორ ვიგრძნობ ივნისში. დღეს მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ”, – ციტირებს ტონის სიტყვებს Sky Italia.