„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 2:0 (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ალიანც არენაზე“ „ფრაიბურგი“ მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

41-ე წუთზე ფრანკ რიბერის პასის შემდეგ ანგარიში არიენ რობენმა გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა მეორე ტაიმის მესამე წუთზე გაიზარდა, როდესაც მეტოქის კარში ზუსტად თომას მიულერმა დაარტყა.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 42 ქულა დააგროვა. ამჟამად ბავარიული კოლექტივი მეორე ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგს“, რომელიც ხვალ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება, 12 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ფრაიბურგს“, გუნდი 14 ქულით გასავარდნ ზონაში დარჩა.