მესიმ რომის პაპს იუბილე მიულოცა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რომის პაპს იუბილე მიულოცა. პაპ ფრანცისკეს 17 დეკემბერს 78 წელი შეუსრულდა. როგორც მოგეხსენებათ, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ეროვნებით არგენტინელია და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც გახლავთ. კერძოდ, ის არგენტინულ “სან ლორენსოს” ქომაგობს.

“დაბადების დღეს გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ თითოეული არგენტინელისთვის და მსოფლიოში მაცხოვრებელი სხვა ადამიანებისთვის მისაბაძ მაგალითად გვესახებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეო მესიმ.